აქტუალური
ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება უკვე ძალაშია. ცხოველის დაკვლა მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე, ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ არის ნებადართული.
ამის შემდეგ კი მოვაჭრემ უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ის ყველა წესის დაცვით დაიკლა.
თბილისის ტერიტორიაზე გადაზიდვისა და რეალიზაციის დროს მოვაჭრეს საბუთი თან უნდა ჰქონდეს.