უცხოეთი
რუსეთის ვიცე–პრემიერსა და პოროშენკოს დავოსში ნატოს გენმდივანი აშველებდა, პუტინმა კი ტრუტნევს მეტი თავშეკავება ურჩია

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერი იური ტრუტნევი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამუშაო საუზმეზე ერთმანეთთან მეტისმეტად ახლო დასვეს, ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ, ნატოს გენმდივანი კი მათ გარშემო დარბოდა.

 მსოფლიო და სამამულო მედია განიხილავს სკანდალს, რომელიც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხდა, სადაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, მთავრობის ვიცე–პრემიერი იური ტრუტნევი უკრაინის პრეზიდენტს დაეძგერა.

 ყველაფერი სამუშაო საუზმეზე მოხდა, სადაც დელეგაციის წევრები დაცვის გარეშე იმყოფებოდნენ. პოროშენკო და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ტრუტნევის თქმით, მას თავს ესხმოდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტობრივად ფიზიკურში გადაიზარდა, ტრუტნევმა და პოროშენკომ ერთმანეთს ტანსაცმელში ჩასჭიდეს ხელი, გვერდით მყოფი მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელი – სტოლტენბერგი მათ გარშემო დარბოდა მოჩხუბართა გასაშველებლად (ვიდეო იხ. აქ).

 პოროშენკომ ვერ გაითვალისწინა, რომ ტრუტნევი ძალიან მომზადებული მებრძოლია (შავი ქამარი კარატეში), თუმცა რუსი ჩინოვნიკი არ აპირებდა უკრაინის პირველ პირთან ჩხუბს. ტრუტნევი და პორშენკო გააშველეს, ღოონისძიების დასრულებისთანავე კი პოროშენკომ იქაურობა დატოვა.

 მოსკოვში ჩასვლისთანავე ტრუტნევმა პუტინს საქმის ვითარება მოახსენა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მეტი თავშეკავება მართებს.