უცხოეთი
უკრაინა წყალქვეშა ფლოტის აღდგენას გეგმავს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. 2020 წლამდე უკრაინა წყალქვეშა ფლოტის აღდგენას გეგმავს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხამდე წყალქვეშა ნავი შევა. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალმა სერგეი გაიდუკმა განაცხადა.

 „ვგეგმავთ, 2020 წლამდე აღვადგინოთ წყალქვეშა ძალები ორი–ოთხი წყალქვეშა ნავის შემადგენლობით. წყალქვეშა ძალები ფლოტის ელიტად და რეგიონში მნიშვნელოვან საბრძოლო მორალურ–ფსიქოლოგიურ და შემაკავებელ ფაქტორად უნდა იქცეს“, – განაცხადა მან უკრაინულ გამოცემა Defense Express–თან ინტერვიუში.

 „შავი ზღვის ჰიდროლოგიისა და სიღრმის გათვალისწინებით, – აღნიშნა ჰაიდუკმა, –  ესენი შესაძლოა იყოს ზეპატარა, პატარა ანდა საშუალო წყალქვეშა ნავები, მათ შორის, იჯარის პირობებზეც“, – აღნიშნა გაიდუკმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ფლობს ერთადერთ წყალქვეშა ნავს „ზაპოროჟიე“, რომელიც 1970 წელსაა აგებული. ის 20 წელზე მეტია ზღვაში არ შესულა და მთელი ამ ხნის განმავლობაში სევასტოპოლში იმყოფებოდა.