სამართალი
როგორ მუშაობს საქალაქო სასამართლო და რა პროცესები ხორციელდება სისტემაში – საქალაქო სასამართლო დღეს საზოგადოებას წლის შემაჯამებელ ანგარიშს გააცნობს.
სტუმრები დაათვალიერებენ ნაფიც მსაჯულთა დარბაზს და სათათბირო ოთახს, დღესვე გაიმართება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაციაც.
მიღებას საქალაქო სასამართლოში დაესწრებიან მოსამართლეები, ადვოკატები, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.