უცხოეთი
პუტინი: სოციალიზმის იდეების ხორცშესხმა რუსეთში მათი არსისგან განსხვავდებოდა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. სოციალიზმის იდეები სწორი იყო, მაგრამ მათი ხორცშესხმა რუსეთში მათი არსისგან ძალიან განსხვავდებოდა, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მაგალითისთვის გაიხსენა, რომ ბოლშევიკები წინა რეჟიმს რეპრესიების გამო აკრიტიკიბდნენ, არადა, მმართველობა თავადაც რეპრესიებით დაიწყეს.

 პრეზიდენტმა აღიარა რომ ძალიან მოსწონდა და აქამდე მოსწონს კომუნისტური და სოციალისტური იდეები.

 „თუ კომუნიზმის მშენებლის კოდესს გადავხედავთ, რომელიც ფართოდ ტირაჟირდებოდა საბჭოთა კავშირში, ვნახავთ, რომ ის ძალიან ჰგავს ბიბლიას და ეს ხუმრობა როდია – არის ამონარიდი ბიბლიიდან. იდეები ძალიან კარგია – თანასწორობა, ძმობა, ბედნიერება, თუმცა ამ არაჩვეულებრივი იდეების პრატქიკული ხორცშესხმა ჩვენს ქვეყანაში ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც სოციალისტ–უტოპისტები ქადაგებდნენ“.