უცხოეთი
პუტინმა შავ ზღვასა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის, აფხაზეთის გავლით, გზის პროექტს მხარი დაუჭირა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას მხარს უჭერს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა სრულიად რუსეთის ეროვნული ფრონტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პროექტი აფხაზეთს ყაბარდო-ბალყარეთთან, სტავროპოლის მხარესთან და ყარაჩაი-ჩერქეზეთთან დააკავშირებს.

 “ეს სასარგებლო პროექტი იქნება”,- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ფორუმზე მან თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც ისაუბრა. შეზღუდვები ამჯერად სამშენებლო სექტორს შეეხება. პუტინის თქმით, სანქციები მოქმედ პროექტებზე არ გავრცელდება, თუმცა ახალი კონტრაქტები თურქ მომწოდებლებთან აღარ გაფორმდება.