აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს და მთავრობის ადმინისტრაციის კონსულტანტ ედ მელკერტს შეხვდა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემები  იყო უახლოეს პერიოდში დაგეგმილი რეფორმები. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარება, საგადასახადო რეფორმა, რეგიონალური განვითარება და ინფრასტრუქტურა და განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობის უახლოესი მომავლის ძირითადი პრიორიტეტებია. პრემიერი ასევე შეეხო სოციალური დახმარებისა და დასაქმების ახალი მექანიზმების შექმნას, ასევე, კოორდინაციის სქემებს.

საუბარი ასევე შეეხო გენერალური ფორუმების როლს, რომელსაც დონორთა კოორდინაციის სამსახური ყოველთვიურად მართავს. შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია.

პრემიერმა დონორთა კოორდინაციის სამსახურის მხარდაჭერისთვის ედ მელკერტს მადლობა გადაუხადა და თხოვნით მიმართა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული კოორდინაციის პროცესში.