საზოგადოება
„ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში შერჩევითი მანკიერი მიდგომა არ იცვლება“ – გიორგი თევზაძე

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება რომელშიც აღნიშნულია: „როგორც მედიით გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, იმედს  გამოთვთქვამთ, რომ პრემიერ–მინისტრის შეხვდრები გაგრძელდება  ყველა იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც პრაქტიკულად მოღვაწეობენ საზოგადოებაში და გააჩნია შესაბამისი პრაქტიკული  გამოცდილება  და არ ექნება ამ შეხვედრებს შერჩევითი  გაუგებარი ტენდეცია, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში. სხვა შემთხვევაში   შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს  წინა ხელისუფლების დამკვიდრებულ   მანკიერ ტენდეციას, რაც საერთაშორისო საზოგადოების წარმოსახვისათვის ფასადური დემოკრატიის ელემენტებს შეიცავს“.