საზოგადოება
რატომ მიიწვიეს პრემიერ კვირიკაშვილთან მხოლოდ 18 ყველაზე დასავლური და ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაცია? – საქინფორმი

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. 26 იანვარს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „ევრაზიის განვითარების ფონდი“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საზოგადოებრივი დამცველი“; „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“;„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“; „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ქართული მისია“.

 საქინფორმს აინტერესებს: საქართველოში არსებული ასობით ენ–ჯე–ო–დან საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შესახვედრად რა პრინციპით შეარჩიეს მხოლოდ თვრამეტი, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას დასავლური გრანტებით გაიხსნა და რეჟიმის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა?

 საქინფორმს აინტერესებს: რატომ არაა მათ შორის არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის მომხრეა და დადებითად აფასებს საქართველოსა და რფ–ის მთავრობების ნაბიჯებს ამ მიმართულებით?