უცხოეთი
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია დიდი ბიტანეთის შეშფოთებას იწვევს, წერს The Daily Telegraph–ი ბრიტანეთის კონტრ–ადმირალი ჯონ უილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც სამეფოს წყალქვეშა ფლოტს ხელმძღვანელობს.
„ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ახალი კლასის წყალქვეშა ნავებს აგებს. ამან შეშფოთება უნდა გამოიწვიოს დიდ ბრიტანეთში და უბიძგოს მას თავისი შემაკავებელი საშუალებების დაცვისკენ“, – ციტირებს გამოცემა კონტრ–ადმირალის ნათქვამს.
გასულ კვირაში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სარდალმა, ვიცე–ადმირალმა ალექსანდრე ფედოტოვმა განაცხადა, რომ რუსეთში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პროექტ „კალინას“ ახალი თაობის არაატომური წყალქვეშა ნავების დასაპროექტებლად.