საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ფართო მოდერნიზაციის სამუშაოებს მოსკოვი ბოლო წლებია ახორციელებს, უახლოეს მომავალში შესაძლოა სუპერთანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გამოჩენა, – განაცხადა რფ–ის საჰაერო–კოსმოსური ძალების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შენაერთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ანდრეი ჩებურინმა.
„ბუნებრივია, ჩვენ ერთ ადგილზე არ ვდგავართ, გვესმის, რომ შეიარაღების სრულყოფა ხდება და ჩვენი მრეწველობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ ჩვენი სისტემის მოდერნიზება მოხდეს. ბოლო წლებში ხორციელდება ჩვენი სისტემის ფართო მოდერნიზაცია – როგორც მისი საინფორმაციო შემადგენლის, ასევე საბრძოლოსი. ვფიქრობ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად სუპერთანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა იქნება“, – განაცხადა ჩებურინმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში.