უცხოეთი
კემერონი: რფ–თან ურთიერთობებში არსებული კრიზისის მიუხედავად, ლონდონმა მასთან სირიის თაობაზე დიალოგი უნდა გააგრძელოს

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. “ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმის მიუხედავად უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რომ მოსკოვთან ურთიერთობა დაძაბულია”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.

 “ეჭვს გარეშეა, სირიის შემთხვევაში ყველა მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს, იქნება ეს საუდის არაბეთი, ირანი თუ მოსკოვი. ყველა უნდა იყოს პროცესში ჩართული”, – განაცხადა კემერონმა “ალ-ჯაზირას” ეთერში.

 ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2006 წელს, რუსი ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მკვლელობის შემდეგ დაიძაბა.