აქტუალური
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.55 ლარია

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.55 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა. 22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.