უცხოეთი
სსრკ–ის მოქალაქეთა შთამომავლები რუსეთის მოქალაქეობას დაბადების ადგილის მიხედვით მიიღებენ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მუშაობს იმისთვის, რათა რუსეთის მოქალაქეობა ყველა ადამიანმა დაბადების ადგილის მიხედვით  მოიპოვოს, მათ შორის ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების მოქალაქეებმა და რუსეთის იმპერიის წარმომადგენლების შთამომავლებმა.

კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ რუსეთში დაბადება რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად, ლავროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბიუროკრატიული სირთულეებია, მაგრამ მომავალში ეს ბარიერები აღარ იარსებებს. მისივე თქმით, უზბეკეთის მოქალაქეებს, როგორც რუსული ენისა და რუსული კულტურის მატარებლებს უკვე შეუძლიათ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიღებული გამარტივებული პროცედურის შესაბამისად.