უცხოეთი
საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელები აშშ–ის მთავრობისგან მოითხოვენ, შეწყდეს იმ უკრაინელი ჩინოვნიკების მხარდაჭერა, რომლებიც კორუფციულ სქემებთან არიანდ აკავშირებული. აქტივისტებმა სენატის შენობის მოპირდაპირედ გამართეს აქცია მოწოდებით, ამერიკის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს მასშტაბურ კორუფციას უკრაინაში.
ღონისძიების მონაწილეებმა აღმართეს პლაკატები წარწერებით: „ძებნაშია“ და უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკის, უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინისა და უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ნიკოლაი მარტინენკოს ფოტოები. აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა ფურცლები გაავრცელეს შენობაში, სადაც განთავსებულია ბევრი ამერიკელი სენატორის სამუშაო კაბინეტები, რომლებიც დასავლეთში კიევის ინტერესებს ლობირებენ, ჯონ მაკკეინის ჩათვლით.