საზოგადოება
რიმა ბერაძე ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორ მარგალიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად საკრებულოში საქართველოში უკრაინის საელჩოს მეორე მდივანს ვიქტორია ლიალინასა და განვითარებისა და ხელოვნების ცენტრის ,,Art Boom Ge“ დირექტორს ვალენტინა მარჯანიშვილს შეხვდა.

შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები  კიევის ქუჩა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ მარშრუტად იქცეს და დაიტვირთოს ისეთი სიმბოლოებით, რომლებიც ხაზს გაუსვამს  ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, ასევე  ხელს შეუწყობს უკრაინული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.

უკრაინული დიასპორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენებიც ჩაერთვებიან.

ინიციატივას მხარი ქართულმა მხარემ დაუჭირა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.