უცხოეთი
აშშ ერაყში ლეგენდარულ სადესანტო დივიზიას აგზავნის

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ანტიტერორისტული კოალიცია აშშ-ს მეთაურობით  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ 22 იანვარს აშშ თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედროები მალე ერაყში დასხდებიან იმისათვის, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყონ, – წერს კარტერი.

 “ისინი იქ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით და იარაღით ჩავლენ, რათა განახორციელონ ბარბაროსული ორგანიზაციის განადგურების გეგმა, რომლიც გასულ კვირას მე მათ პირადად გავაცანი”, - განაცხადა აშშ თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ -მ და პარტნიორებმა ISIS-ზე “უპრეცედენტო ზეწოლა” განახორციელეს, შეძლეს მათი საკვანძო ლიდერების განადგურება და მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლება.

ჩვენ ვაჩქარებთ ტერორიზმთან ბრძოლის პროცესს , და ასევე უნდა მოიქცეს ყველა ჩვენი პარტნიორი”, - დასძინა კარტერმა.

14 იანვარს კარტერმა პირველად განაცხადა ერაყში 101-ე დივიზიის გაგზავნის შესახებ. აშშ ISIS-თან საბრძოლველად 1800 ადამიანს გზავნის. მაშინ კარტერმა ისიც განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყულ ჯარს გაწვრთნიან იმისთვის, რომ ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლება შეძლონ.

postalioni.com