საზოგადოება
ჟურნალისტები - ერთი დღით მანდატურების ამპლუაში

mandaturროგორია ერთი დღე მანდატურის ამპლუაში?ამის დასადგენად ცნობილი ჟურნალისტები ერთი დღით მანდატურები გახდნენ. უკვე 3 საათია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია, წამყვანი ნინო თოლორდავა და „მოამბის“ კორესპონდენტი ნიკა მოლოდინაშვილი № 51 საჯარო სკოლაში მანდატურებად ''მუშაობენ''.

№ 53 სკოლაში არიან „რუსთავი 2''-ის თანამშრომლები. მოგეხსენებათ, უსაფრთხოების მიზნით, მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა. სკოლებში, როგორც წესი, სამკაციანი ჯგუფი მუშაობს, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია. მანდატურებმა გადამზადება პოლიციის აკადემიაში გაიარეს.

ერთი დღით მანდატურის როლის მორგება ცნობილმა ტელესახეებმა თავად ისურვეს.