აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი ევროპის საინვეტიციო ბანკის პრეზიდენტსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი.  დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ბანკი კვლავაც დაინტერესებულია იმ პროექტების განხოციელებით, რომელიც საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა საჯარო სექტორში შეადგენს 480 მილიონ ევროს, კერძო სექტორში  კი 165 მილიონ ევროს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.