საზოგადოება
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დასრულებულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, საშემოდგომო გაწვევა გეგმაზე 2 კვირით ადრე, 30 დეკემბრის ნაცვლად, 17 დეკემბერს დასრულდა.
„მიმდინარე წლის წვევამდელთა წინსწრებით ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუწყო შესაბამის სამსახურებში წვევამდელთა გამოძახების, შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ტრანსპორტირებისა და სამედიცინო შემოწმების პროცესის შეუფერხებელმა მიმდინარეობამ“, - განაცხადა მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სულ 6 923 წვევამდელი იქნა გაწვეული.