საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ გაზეთ „ასავალ-დასავალს“.
- თქვენს ბოლო პუბლიკაციაში “თურქეთის დაზვერვა ბათუმში ტერაქტს მოაწყობს და აჭარის დაცვის საბაბით იქ ჯარს შეიყვანს, რის შემდეგაც რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას გაწყვეტს” აღწერილია საქართველოს საგარეო საფრთხეები, მაგრამ არაფერია ნათქვამი სახელმწიფოს შიგნით არსებულ პრობლემებზე. ამიტომ დღეს მინდა, შიდა საფრთხეების შესახებ გკითხოთ, მითუმეტეს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი წინააღმდეგობებისგან გახლეჩილია.
- მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში საგარეო საფრთხეები ქვეყნის შიგნით წინაპირობების არსებობისას რეალიზდებოდა. ციხესიმაგრის კარს მტერს შიგნიდან უღებდნენ და მამაც გურჯებს მოწინააღმდეგე მხოლოდ მოღალატეების წყალობით ამარცხებდა და არა - რიცხობრივი უპირატესობით. საქართველოში თურქეთის გავლენის აგენტები მცირერიცხოვანი „რესპუბლიკური პარტია“ და მისი პარტნიორები - სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა”, ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და ჯამბაზი პრეზიდენტი მარგველაშვილი არიან. თურქული ექსპანსია და, როგორც შედეგი, ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ დაშლა მხოლოდ ამ ანტიქართული ძალების “წყალობით” არის შესაძლებელი.
- მაგრამ საქართველოში ყველა ზემოჩამოთვლილს თურქეთის კი არა, აშშ-ის მარიონეტებად თვლიან. იქნებ იმას გულისხმობთ, რომ აშშ საქართველოში თავის ინტერესებს თურქეთის ხელით ატარებს?
- არა. აშშ-ს და თურქეთს ერთი გზა აქვთ მხოლოდ მონაკვეთზე სახელწოდებით “ნატო” - შემდეგ მათი გზები საქართველოში იყრება. თურქეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და ეს აშშ-ს არაერთხელ დაანახვა - უარს ეუბნებოდა ამერიკას სამხედრო-საჰაერო ბაზის „ინჯირლიკის“ გამოყენებაზე სხვადასხვა ოპერაციისთვის ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ - ავღანეთში; უარი თქვა სირიასთან საზღვრის დაკეტვაზე; უარი თქვა ერაყიდან ჯარის გამოყვანაზე და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე; როგორც ალიანსის წევრი, თურქეთი ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობს მხოლოდ მაშინ, როცა ეს ემთხვევა მის სტრატეგიულ მიზანს - გახდეს ახალი ისლამური ხალიფატის ლიდერი, რომლის ტერიტორია საქართველოსაც ფარავს.
რაც შეეხება აშშ-ს, მას ხელს არ აძლევს საქართველოს (მინიმუმ - აჭარის) გადაცემა თურქეთის სრულ სუზერენიტეტში, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის კიდევ უფრო ღრმად შემოსვლას - აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი ამიერკავკასიის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის დასაცავად. საქართველოში თავისი ინტერესების დასაცავად აშშ-სთვის სავსებით საკმარისია ორი ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენება - “რბილი ძალისა” “ჰიბრიდული ომის” ელემენტთან - საინფორმაციო ომთან კომბინაციაში. ამ მიზნით საქართველოში გაიხსნა სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც სწავლება გაიარა ადგილობრივმა პერსპექტიულმა ახალგაზრდობამ, რომლისგანაც შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დუბლიორი - რესპუბლიკური პარტია ჩამოაყალიბეს. ამიტომ აშშ, თურქეთისაგან განსხვავებით, საქართველოში “ხისტ ძალას” არ გამოიყენებს: მაგალითად, 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ნაციონალების და თავისი მარიონეტი სააკაშვილის კრახში დარწმუნდნენ, ამერიკელებს თავი აღარ გამოუდიათ, არამედ, ზემოხსენებული ტექნოლოგიების გამოყენებით, სახალხო ტალღა დაიმორჩილეს და ახალ ხელისუფლებაში “რესპუბლიკური” ბაცილები ჩანერგეს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში გამრავლდნენ და დღეს მთელ ორგანიზმს ანადგურებენ.
- რამდენად სამართლიანია ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? რესპუბლიკურმა პარტიამ ხომ კოალიცია “ქართული ოცნების შემადგენლობაში 2012 წელს ბოლო მოუღო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების განუკითხაობას?
- დღეს რესპუბლიკური პარტია გაცილებით უფრო სახიფათოა საქართველოსთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”. ერთი მხრივ, ქართველი ხალხისთვის საძულველი რესპუბლიკელები ივანიშვილის და ხელისუფლების კომპრომეტირებას ახდენენ იმით, რომ ოფიციალურად მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები არიან (აი, რამ დაღუპა კოალიციის მაღალი რეიტინგი!), ხოლო მეორე მხრივ, რესპუბლიკელები კოალიციის მტრებთან - “ნაციონალურ მოძრაობასთან”, “თავისუფალ დემოკრატებთან” და პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან. აი, ასეთი ორმაგი დარტყმა მიაყენეს რესპუბლიკელებმა ივანიშვილს, რომელმაც მათი პოლიტიკური გვამების "გალვანიზაცია" მოახდინა! ასე გადაუხადეს მადლობა "ქართულ ოცნებას", რომელმაც ისინი მორგიდან პირდაპირ ხელისუფლების სათავეში გაათრია!
ისეთებისათვის, როგორებიც რესპუბლიკელები არიან, პოლიტიკა სექსივითაა: მნიშვნელოვანია თავად პროცესი და არა შედეგი. თანამდებობებზე ყოფნის პროცესში ისინი ხომ მდიდრდებიან, სახელმწიფოს მომავლისათვის კი მიუფურთხებიათ. ხიდაშელმა და მისმა ქმარმა ღიად განაცხადეს, რომ არ დატოვებენ თავიანთ შვილებს საქართველოში - “ამ საქაჯეთში” - და აშშ-ში გააგზავნიან, და რომ შვილები იმისთვის არ გაუზრდიათ, რომ საქართველოს გმირულად შეეწირონ...
აი, თქვენ ამბობთ - რამდენად სამართლიანია რესპუბლიკელების გათანაბრება “ნაციონალებთან”. კი მაგრამ, რით განსხვავდებიან ისინი?! რით განსხვავდება, მაგალითად, ხიდაშელი სააკაშვილისგან? პოლიტიკურ ოპონენტებს და ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს ორივენი “კრემლის აგენტებს” უწოდებენ და მათ მიმართ დამსჯელი ღონისძიებების გატარებას მოითხოვენ, როგორც “მოღალატეებისა” და “ჯაშუშების” მიმართ! გასულ კვირას ხიდაშელი იქამდეც კი მივიდა, რომ “სსრკ-ის აღდგენის” სურვილში დაადანაშაულა ცნობილი პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გაბედეს და კითხვები დაუსვეს მას თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ტენდერების, სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეფორმის, აგრეთვე ვაზიანში საარჩევნო სპეცუბნის გახსნის თაობაზე!
რესპუბლიკელები, ნაციონალებთან ერთად, უკმაყოფილო არიან “გაზპრომთან” მოლაპარაკებით, ხოლო უსუფაშვილმა, როგორც ყოველთვის, მზაკვრული განცხადება გააკეთა - “დამშვიდდით, გაზის გაზრდილი პროცენტიც კი, რომელსაც საქართველო “გაზპრომისაგან” მიიღებს, არ იქნება იმდენი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაემუქროსო!”. უსუფაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის ის რაოდენობა, რომელსაც საქართველოს აზერბაიჯანული “სოკარი” აწოდებს - 80%-ზე მეტი?!
ამასობაში “ნაცმოძრაობის” ნარჩენებმა - საქართველოში ცნობილმა ელიტურმა პედერასტებმა, ლესბოსელებმა და ჰერმაფროდიტებმა შეშლილი ჩერგოს, პორნოვარსკვლავ ქეთათოს და უცხოპლანეტელი ხოშტარიას ხელმძღვანელობით - სახკანცელარიის წინ გამართეს ორგია “არა გაზპრომს!”. ხელისუფლებამ ნება დართო, ჩაეტარებინათ ეს ხმაურიანი ფლეშმობი ივანიშვილის კარიკატურებით, ისევე, როგორც მანამდე თვალებს ხუჭავდა, ვეტერანებსა და ტურისტების ავტომობილებს წმინდა გიორგის ლენტებს რომ გლეჯდნენ და საღებავს ასხამდნენ! დღეს ამის ნაცვლად ისინი ავტომობილებზე სტიკერებს აკრავენ წარწერით “არა გაზპრომს!”, როგორც ადრე აკრავდნენ სტიკერებს “Путин - хуйло!”. ნუთუ ეს არაფერს გეუბნებათ?!
ძალიან მინდა, უსუფაშვილს ვკითხო - მართლაცდა, რას აკეთებს მისი ცოლი?! გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო თავის მეზობლებზე - რუსეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, მაშ რატომ ექაჩება ხიდაშელი საქართველოში ნატო-ს თურქეთის სახით? რატომ აგზავნის ქართველ ახალგაზრდებს ნატო–ხტარის სასაკლაოზე ავღანეთში? და რისთვის ყიდულობს საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის საშუალებებს?
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო არნო, რისთვის?
- საშინელი ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციის და დევალვაციის დროს, როცა პრეზიდენტი ალიევი ყოველ მანათს უფრთხილდება და სახელმწიფო უწყებებსაც კი აუქმებს, ხიდაშელი მოშიმშილე ქართველ ხალხს სახბიუჯეტიდან მილიონებს ჰპარავს და საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის საშუალებებს ყიდულობს - ვითომდა საქართველოს საჰაერო სივრცის დასაცავად!
ისმის კითხვა - ვისგან დასაცავად? ტერორისტებისაგან? მაგრამ ისლამურ სახელმწიფოს ავიაცია არა აქვს! იქნებ, სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან ან თურქეთისაგან დასაცავად, სადაც ის სისტემატურად დაფრინავს ვიზიტებით?!
“რუსეთისაგან!” - პასუხობს ხიდაშელი, რომელმაც თურქეთის გენერალურ შტაბთან ერთად პროვოკაციული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით, საფრანგეთში ნაყიდმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა უნდა ჩამოაგდონ რუსეთის თვითმფრინავი, როგორც თურქეთმა ჩამოაგდო ცოტა ხნის წინ რუსული სუ-24. გახსოვთ, როგორ ამტკიცებდა თურქეთი, რომ რუსული თვითმფრინავი თავის ტერიტორიაზე, თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო და არა სირიაში? ზუსტად ასე, ქართული მხარე - ხიდაშელის თავდაცვის სამინისტრო - დაიწყებს მტკიცებას, რომ რუსული თვითმფრინავი საქართველოს თავზე ჩამოაგდო - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ხომ საქართველოს ტერიტორიაა!
აბა, ამის შემდეგ ვინმემ სცადოს საქართველოში მასთან შედავება! მაშინვე სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ, როგორც “სამშობლოს პრორუს მოღალატეს”...
- ძალიან ჰგავს 2008 წლის აგვისტოს სააკაშვილისეულ დემაგოგიას.
- სრული სიმართლეა! არ ეთანხმები? ესე იგი, პუტინის აგენტი ხარ!
ამის შემდეგ საქართველო სთხოვს თურქეთს, რუსეთისაგან დაიცვას იგი, რის გასაკეთებლად თურქეთი 2008 წლის აგვისტოშიც მზად იყო. მერე თურქი ასკერი გადაკვეთს სარფის სიმბოლურ საზღვარს, რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას გაწყვეტს და მოვლენები ჩემს პუბლიკაციაში აღწერილი სცენარით განვითარდება. ასე განახორციელებს ხიდაშელი თურქულ ოცნებას, რისი გაკეთებაც სააკაშვილმა და მისმა თურქმა დედიკომ ვერ მოახერხეს!
- ბატონო არნო, მოდით, შიდა საფრთხეების შეფასებას დავუბრუნდეთ. რესპუბლიკელები ხომ ერთადერთები არ არიან, ვინც ბიძინა ივანიშვილის იმედები ვერ გაამართლა. განა მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგის დაცემა მხოლოდ რესპუბლიკელების ბრალია?
- ივანიშვილს პირველმა მიხეილ სააკაშვილმა უღალატა, რომელიც მისი მხარდაჭერის გარეშე ვერასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი და ხელისუფლების სათავეში ამდენ ხანს ვერ დარჩებოდა. მერე კი ივანიშვილს უკვე დანარჩენებმა უღალატეს, ვისაც სიკეთე გაუკეთა - მაღალ თანამდებობებზე დანიშნა და გაამდიდრა: მარგველაშვილმა, ალასანიამ, პეტრიაშვილმა, ფანჯიკიძემ, მწვანე გაჩეჩილაძემ და ივანიშვილის ნაფერებმა ყველა “ექსპერტმა” და ტელეწამყვანმა.
“ქართული ოცნება” დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია და თუ საკადრო პოლიტიკას სასწრაფოდ არ გადახედავს, კრახი ემუქრება. არადა, დასანანია, “ქართულ ოცნებას” მძლავრი სტარტი ჰქონდა, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა პარტიად, რადგან მთელი ეს 3 წელიწადი მას შიგნიდან შეგნებულად ანგრევდნენ! “ქართული ოცნება” განზრახ მოკლეს შიგნიდან, რათა ის წელში არ გამართულიყო და, როგორც მმართველ პარტიას, ხელი არ შეეშალა თურქული ოცნებისათვის - დაეუფლოს აჭარას ან, იქნებ, მთელ საქართველოსაც!
შედეგად “ქართული ოცნება” ხალხში თანდათან მარტო უკმაყოფილებას კი არა, სიძულვილს იწვევს, რომლის ფონზე უკვე ავიწყდებათ სააკაშვილის ძალოვანების მიერ განხორციელებული მასობრივი წამება. “იგივე მაფიაა!” - ფიქრობს რიგითი მოქალაქე მოქმედი ხელისუფლების შესახებ, როცა ხედავს, რომ მსოფლიოში ნავთობი წყალზე უფრო იაფი გახდა, საქართველოში კი საწვავის ფასი უკვე მესამე წელია, არ იცვლება! “იგივე მაფიაა!” - ფიქრობს რიგითი მოქალაქე, როცა ხედავს, რომ სამსახურში მხოლოდ ქვეყნის მბრძანებლებთან ნაცნობობით ღებულობენ, როგორც სააკაშვილის დროს. “იგივე მაფიაა!” - ფიქრობს რიგითი მოქალაქე, როცა უყურებს დღევანდელი ჩინოვნიკების ჯიპებს, ხელფასებსა და პრემიებს, ბანკეტებსა და ქურქებს - მათ ხომ ამ საქმეში ნაციონალებსაც კი აჯობეს! “იგივე მაფიაა!” - ფიქრობს რიგითი მოქალაქე, როცა ხედავს, როგორ ერთდროულად ძვირდება წამლები ყველა აფთიაქში ორი სააფთიაქო მონოპოლისტის - “ნაცმოძრაობის” ფავორიტების პირის შეკვრით. “იგივე მაფიაა!” - ფიქრობს რიგითი მოქალაქე, “სამუშაო როგორც არ იყო, ისე არ არის, უფრო უარესი - სააკაშვილის დროს დოლარი სტაბილურად დაბალი იყო და ზოგჯერ სამუშაოსაც იშოვიდა კაცი”.
რისთვის მივიდა 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ზურაბ ტყემალაძესთან საქართველოში ყაზახეთის ელჩი, ადვილი წარმოსადგენია - ყაზახეთს საქართველოს ხელისუფლებასთან რამდენიმე სერიოზული პრეტენზია აქვს. მაგრამ რისთვის მივიდა მასთან წინა დღეს - 20 იანვარს - საქართველოში თურქეთის ელჩი? რა მიზნით შეთანხმდნენ ისინი საქართველოს პარლამენტის და თურქეთის მეჯლისის დეპუტატების ერთობლივი საკომიტეტო მოსმენების ჩატარებაზე ბათუმსა და სტამბოლში? შემთხვევით, ხომ არ ლობირებს ტყემალაძე „საქართველოს №1 სავაჭრო პარტნიორის” ინტერესებს, როგორც ეს სამუდამო პარლამენტარი უწოდებს თურქეთს?!
ამ ფონზე უკვე ვეღარავინ ხედავს იმ საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწეების - სერგეენკოს, ჯავახიშვილის, ქუმსიშვილის, კახიშვილის, ალიბეგაშვილის და სხვათა დამსახურებას, რომლებითაც ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება იამაყებდა. ივანიშვილის ადგილას საკადრო პოლიტიკაში მე სწორედ ამ ტრენდს განვაგრძობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას სარისკო ექსპერიმენტები უყვარს...
- ექსპერიმენტებში რას გულისხმობთ?
- ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” სიის ლამის პირველ ათეულში ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეიყვანენ. განა ეს ექსპერიმენტი არ არის, რომელიც ისევე სავალალოდ დამთავრდება, როგორც ყველა დანარჩენი? განა საქართველოში გადაშენდნენ გამოცდილი პატრიოტები, რომლებიც საზოგადოებაში პატივისცემითა და გავლენით სარგებლობენ?!
კიდევ ერთი მაგალითი: “ნაციონალებისა” და “მეოცნებეების” საარჩევნო კამპანიებს ორი ერუდიტი ხელმძღვანელობს, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - განა ესეც შემთხვევითობაა?! ამიტომაც ეჭვობს ხალხი, რომ ეს - “იგივე მაფიაა!”, სინამდვილეში კი „ნაცები და ქოცები - ვაშლიჯვრის ვაშლის ორი ნახევარია“.
- იქნებ მიამიტურად ჟღერს, მაგრამ მოდით, წუთით დავივიწყოთ პოლიტიკა და პოლიტიკოსები. მითხარით, 2016 წელი საქართველოსათვის იღბლიანი იქნება?
- დამდეგი წელი შეიძლება საქართველოსათვის იღბლიანად მივიჩნიოთ, თუ უფალი მას ნაკლებ სტიქიურ უბედურებას - ზვავებს, წყალდიდობებს, სეტყვას და გვალვას გამოუგზავნის, რაც უხვად იყო გასულ წელს და რისთვისაც ჩვენი სახელმწიფო ინფრასტრუქტურა (საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და სხვ.) მზად არ არის.
ერთ-ერთი ასეთი გამოწვევის - 13 ივნისის ღამის წყალდიდობის - გამო საქართველოს დედაქალაქის ცენტრი ჩვენთვის კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გლოვის ადგილი იქნება. იქ, გმირთა მოედანზე, საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დანაშაულებრივ სამხედრო ავანტიურებში უაზროდ დაღუპული მეომრების გვერდით ხომ დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი და 300 ცხოველი, რომლებიც გულს უხარებდნენ თბილისის ზოოპარკის სტუმრებს.
არადა, საქართველო მთის მდინარეების ქვეყანაა, რომლებსაც კოკისპირული წვიმების დროს ადიდება სჩვევიათ. ასე დაემართა მდინარე ვერეს, რომელშიც, ჩვეულებრივ, ფეხით შეიძლება ფონის გავლა. იმედია, ეს საშინელ მაგალითად გამოადგება საქართველოს დღევანდელ და ყველა მომავალ ხელისუფლებას. სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები რომ არა, რომელიც არაფრად აგდებდა სპეციალისტების გამოცდილებას და მეცნიერთა აზრს, მდინარე ვერეს ერთი ჩვეულებრივი ადიდება სტიქიურ უბედურებად არ გადაიქცეოდა! ამიტომ, მოდით, ყველაფერს სტიქიას ნუ დავაბრალებთ - ომები და სხვა უბედურებანი, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება, ყველაზე ხშირად პოლიტიკოსთა მიზეზით ხდება - ბოროტმოქმედი ავანტიურისტების მიზეზით, რომლებმაც ხელისუფლება დაისაკუთრეს!
თუკი ახალ წელს ასეთი კატაკლიზმები აღარ მოხდება, ეს უკვე დიდი წარმატება იქნება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ქართული ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი ამას, უბრალოდ, ვერ გადაიტანენ.
- შემდეგი შეკითხვა სწორედ ეკონომიკას ეხება: მკითხველი ინფლაციას, დევალვაციას და უმუშევრობას ცუდი მენეჯმენტის გამო ქართულ ეკონომიკაში მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს. ეს მართლა ასეა?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მძიმე მდგომარეობა წინა ხელისუფლებამ შექმნა და არა ამჟამინდელმა. სააკაშვილის გუნდს ძალიან გაუმართლა, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგეს და ეკონომიკის ჩავარდნის მთელი სიმძიმე ახლანდელ ხელისუფლებას დააწვა. ნებისმიერი ხელისუფლების წარმატება ხომ მისი მიღწევებია სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც ჯერჯერობით არ ხერხდება. მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის, რომლის დროსაც მაქსიმალურად უნდა იქნეს ოპტიმიზებული სახელმწიფო აპარატი, თანამდებობებზე დარჩენილ პროფესიონალებს კი გონივრულ ზღვრამდე უნდა შეუმცირდეთ ანაზღაურება. სახელმწიფო ჩინოვნიკებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მათ მიერ მართული ქვეყანა ცხოვრობს, საქართველო კი ღარიბულად ცხოვრობს!
გარდა ამისა, მავანს მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ს დროს აშენდა და სტალინის მიერ შექმნილი ერთიანი ეკონომიკური სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ხელმძღვანელებმა შეინარჩუნეს ეს კავშირები - თავდაპირველად დსთ-ს ფორმით, რომელიც ახლა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმატში გადააქვთ. სააკაშვილმა კი საქართველო დსთ-დან გამოიყვანა, მერე ომი გამოუცხადა რუსეთს და შეაჩვენა პუტინი მის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირთან ერთად, რის შედეგადაც საბოლოოდ გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა.
საქართველო ხომ აგრარული ქვეყანაა, იგი საექსპორტოდ მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს, რომლის გასაღების ერთადერთი ბაზარი რუსეთის ფედერაცია და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცეა. ეს ესმოდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე საკუთარი მილიონები დახარჯა ქართული სოფლის მხარდაჭერისათვის - ტრაქტორების და თესლის შესაძენად. შემდეგ კი, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა, სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტად გადააქცია და იმავდროულად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აღადგინა.
სხვათა შორის, წინა შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ტყუილად როდი გავიხსენე სტიქიური უბედურებები. ისინი ხომ არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს იწირავენ, არამედ სოფლის მეურნეობასაც უდიდეს ზიანს აყენებენ - ანადგურებენ მოსავალს და გლეხების მეურნეობებს, ნათესებს, საქონელს. სოფლის მაცხოვრებლებს კი, ყველაფერთან ერთად, კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტები აქვთ გადასახდელი...
ამიტომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არსებული კომუნიკაციების პროფილაქტიკა და ახლის მშენებლობა, მდინარეების ნაპირების გამაგრება და სადრენაჟო და სარწყავი სისტემების, გზების მშენებლობა, საცხოვრებელი ფონდის მხარდაჭერა. ეს ქალაქისა და სოფლის ერთობლივი ამოცანაა, სოფელი ხომ ქალაქს კვებავს, ქალაქებში კი, მათ შორის - დედაქალაქში და განსაკუთრებით ძველ თბილისში საცხოვრებელი ფონდი ისეთსავე სავალალო მდგომარეობაშია, როგორც სოფლებში. ამომრჩეველი ხმას აღარ მისცემს მოქმედ ხელისუფლებას, როცა მის სახლში ყელამდე წყალი დგას, კედლები დაბზარულია და სახურავიდან წვიმა ჩამოდის, არ არის ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი და კანალიზაცია, დაიღუპა საქონელი, მარაგი და მოსავალი, განადგურებულია წლების განმავლობაში შეძენილი საოჯახო ნივთები და გადაუხდელი პროცენტების გამო ბანკი გამოსახლებით იმუქრება!
აი, საით უნდა იყოს მიმართული ფისკალური პოლიტიკა. სოფლის მეურნეობის პროდუქტის გარდა, საქართველოს მთელი დანარჩენი „ეკონომიკა“ ხომ - მხოლოდ გადასახადებია. საქართველო ქვეყანა-დერეფანი და ქვეყანა-კურორტია, ამიტომ მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადების გარდა, ხაზინაში შემოდის ენერგომატარებლებისა და სხვა ქვეყნების პროდუქციის ტრანზიტიდან შემოსავალი. და კიდევ, ცხადია, შემოსავალი ტურიზმიდან. მაშ ასე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, ენერგომატარებლების და პროდუქციის ტრანზიტი, ტურიზმი - აი, საქართველოს მთელი ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკა კი მის პოლიტიკას უნდა კარნახობდეს და არა პირიქით, როგორც ახლა ხდება საქართველოში!
- და ბოლო შეკითხვა, რომელსაც მკითხველები სვამენ, უკავშირდება 2016 წელს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს, რასაც ზემოთ უკვე შეეხეთ. ვინ, რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს ამ არჩევნებში?
- ამ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ ყველა წინა კითხვაზე პასუხის გაცემისას. ვიმეორებ:
მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ეკონომიკა უნდა კარნახობდეს ქვეყანას პოლიტიკას და არა პირიქით, როგორც საქართველოშია! გამარჯვებული და წარმატებული იქნება ის ხელისუფლება, რომელიც გამოკვებავს თავის მოსახლეობას, შექმნის სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს სოციალურ დაცულობას და საქართველოს აყვავებულ ქვეყნად გადააქცევს, გაამდიდრებს მის მრავალეროვან ქართველ ხალხს!
ასეთი ხელისუფლებისათვის საუკეთესო პროგრამად უნდა იქცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ქადაგება, რომლიდანაც მხოლოდ ორ მესიჯს შეგახსენებთ. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი მოწყალეა, მაგრამ ცოდვებს მხოლოდ მონანიე ცოდვილებს მიუტევებს, ხოლო მეორე - რომ ჩვენს მსჯელობაში კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, მტრებსაც კი შევურიგდეთ.
ის იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის უხეირო თამაში და მცდელობა, თავი მოაწონოს მოუნანიებელ ცოდვილებს. ამგვარი „დემოკრატიის“ მსხვერპლი გახდა პრემიერი ღარიბაშვილი, რის თაობაზეც მე ის გასული წლის ზაფხულში უნივერსიტეტში გავაფრთხილე.
ღარიბაშვილი ხელს უშლიდა პანთურქიზმისა და დიდი თურანის იდეების განხორციელებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში - მან თბილისში ახალი აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი ჩაატარა და ამ გზაზე პირველი მატარებელი გაუშვა, რითაც ბოლო მოუღო საქართველოში თურქეთის უსაზღვრო ექსპანსიას. შედეგად თურქეთმა საქართველოსა და რეგიონში მეტოქე შეიძინა ჩინეთის სახით, რაც ღარიბაშვილს არ აპატიეს.
და მეორე - დრო დადგა, შევურიგდეთ მეზობელ რუსეთს. იმ კატეგორიულ გონებაჩლუნგებს კი, რომლებიც გაჰყვირიან „რუსი ოკუპანტი!“ და ტვინს გვირევენ მონაჩმახით აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებაზე, ვურჩევ, თავი ასწიონ და ცაში აიხედონ! იქ, ღმერთის გარდა, ისინი დაინახავენ რუსულ კოსმოსურ ხომალდს, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობენ და მუშაობენ რუსი და ამერიკელი კოსმონავტები.
ესაუბრა ნონა ბენდელიანი
საქართველო, თბილისი
2016 წლის 25 იანვარი