საზოგადოება
H1N1 ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.

 დაავადების გავრცელების პრევენციის მთავარი მექანიზმი გრიპის სეზონური ვაქცინაციაა, – ამის ესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

 „გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მათ შორის დიაბეტით დაავადებულებმა. მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებ, გრიპის სიმპტომები გამოჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.

 დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილი, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს.

 მიიღეთ სიმპტომური მკურნალობასიცხის დამწევები, (გარდა ასპირინისა) ტკივილგამაყუჩებლები, ბევრი სითხე და ..

 იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგრიც არის სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანიო ნახველი, ლეთარგია, ჩილ ბავშვბეში-ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ, დესაჭიროებოდეთ, ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში.

 „ვაქცინაციას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. საქართველოს მასშტაბით 20 ათასამდე ადამიანმა ვაქცინაცია უკვე გაიკეთა“, – ნათქვამია ასევე ინფორმაციაში.