უცხოეთი
დონალდ ტრამპმა „ოსკარის“ ბოიკოტირების მოწოდებას უპასუხა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა კომენტრაი გაუკეთა ამერიკელი მსახიობების მოწოდებას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიისთვის, პრემიის მისაღებად ნომინანტებს შორის ფერადკანიანი მსახიობების არყოფნის გამო.

 ტელეგადაცემა Fox & Friendsის მიმდინარეობისას პოლიტიკოსმა მხარი დაუჭრა ამერიკელ მსახიობ სტეისი დეშს, რომელმაც BET-ის ცერემონია ახსენა (ამერიკული ტელეარხი და პრემია ფერადკანიანი მსახიობებისათვის).

 „თეთრკანიანებს ხომ არა აქვთ იქ ნომინაცია“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ფერადკანიან მსახიობებს უწინ ბევრჯერ მიუღიათ პრემია „ოსკარი“.