საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. მოლდოვაში პარლამენტის მიერ ახალი კაბინეტისა და პრემიერის დამტკიცებას არეულობა მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების მიერ ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, გვიან ღამით კიშინოვის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა, რომლებიც ახალი მთავრობის შემადგენლობას ეწინააღმდეგებოდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს (ვიდეო იხ. აქ). ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციის ხაზები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად ხუთი სამართალდამცველი დაშავდა. მომიტინგეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გუშინდელი კენჭისყრის გაუქმებას მოითხოვდნენ. ახაკლ პარლამენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრს მოლდოვაში ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთან, ვლადიმერ პლახოტნიუკთან აქვს კავშირი.