უცხოეთი
დოლარის საბირჟო კურსმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დოლარის კურსმა მოსკოვის ბირჟაზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 1998 წლის დენომინაციის დროიდან. დოლარის კურსმა მაქსიმუმზე 80,179 რუბლს მიაღწია, რაც 1,618 რუბლით მეტია წინა ვაჭრობის დახურვის დონესთან.

წინა ჯერზე დოლარის კურსის რეკორდი 2014 წლის 16 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა 80,1 რუბლი შეადგინა.

მოსკოვის ბირჟაზე ასევე იზრდება ევროს კურსი, რომელმაც მაქსიმუმზე 87,67 რუბლის ნიშნულს მიაღწია.

Sberbank-ის ანალიტიკოსები ტომ ლევინსონი, ვლადიმერ პანტიუშინი და ისკანდერ ლუცკო აღნიშნავენ, რომ რუბლზე ზეწოლას, 80–ის ნიშნულისკენ დოლარი/რუბლის ბიძგებისას, ახდენს ნავთობის ფასები. ICE-ს ბირჟაზე ნავთობზე ფიუჩერსების ღირებულება Brent-ის მარკის ნავთობზე 27,79$–მდე დაეცა. ექსპერტები ნავთობზე ფასების ვარდნას კვლავაც ვარაუდობენ.