აქტუალური
პოპოვი კუჭავას ადვოკატთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა (ვიდეო)

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე დავით პოპოვს შეხვდა, რომლის მანქანაშიც, გამოძიების ვერსიით,  თავი მოიკლა ბიძინა კუჭავამ. შეხვედრა დიღომში, პოპოვის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრის დროს დავით პოპოვმა ტერიტორია მოლოდნელად დატოვა.

კუჭავას ადვოკატის განცხადებით, დავით პოპოვი შეხვედრას ფარულად იღებდა. ნათია კორკოტაძის თქმით, მას ტანსაცმელზე მიმაგრებული ჰქონდა ფარული კამერა, რომელიც მათ შეამჩნიეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო პოპოვმა წასვლის გადაწყვეტილება (ვიდეო იხ. აქ). ადვოკატის ვარაუდით, პოპოვს სურდა, შეხვედრა ფარულად გადაეღო და შემდეგ კადრები, როგორც მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, წარედგინა პროკურატურაში.

თავად პოპოვმა განაცხადა, რომ ის ბიძინა კუჭავას იცნობდა და ორჯერ ჰყავდა ნანახი.