აქტუალური
„მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავცე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე!“– დავით სერგეენკო

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექციებით მიმართვის რაოდენობა გაორმაგებულია. 

კლინიკის დირექტორის მოადგილე ივანე ჩხაიძის განმარტებით, მომდევნო 4-5 კვირის განმავლობაში ეს შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოში H1N1 ვირუსით. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები პანდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ, ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ.

 „მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც ამ დროს კაცი კვდება. ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში, ამაზე არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მხოლოდ ოჯახის ექიმი.

 რეკომენდაციით და ბრძანებით მივმართავთ თბილისის და რაიონების სასწრაფოებს, მენეჯერები  ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსებით იმგზავრონ. ამისთვის ყველას აქვს საკმარისი ხელფასი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგანგებო თათბირზე.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი ბუთხუზის განმარტებით კი, ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.