აქტუალური
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ჩამოყალიბების პროცესსა და პაკეტის ფარგლებში ნატოს სამხედრო სწავლებების ჩატარებაზე.

21 იანვარს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში შტაბის უფროსების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც მონაწილეები ავღანეთში ნატოს ოპერაციის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ. გაიმართა ორმხრივი შეხედრები ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილესთან, სერ ადრიან ბრედშოუსთან.