საზოგადოება
„გამოვრიცხავთკუჭავას მიერ პროკურორ ქირიას მკვლელობას და შემდეგ თვითმკვლელობას“ – კუჭავების ადვოკატები

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 20 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნა გამოთქვა, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს.

 გუშინვე ბიძინა კუჭავას საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა. უწყებაში გარდაცვლილის ქვრივი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა.

 მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო მოქმედებებში მისი ჩართვის საკითხი იყო. ასევე შეხვედრაზე კუჭავების ადვოკატებმა მოითხოვენ განმარტებებს, თუ რატომ მივიდა პროკურატურის მთავარი მოწმე პოპოვი ადვოკატებთან შეხვედრაზე სპეციალური პერანგითა და ფარული კამერით.

 "მას ეცვა სპეციალური პერანგი, მისი ყველა მაღაზიაში შეძენა შეუძლებელია, ეკეთა სპეციალური აღჭურვილობა. მე მოვითხოვ მოატანინონ პოპოვს ეს პერანგი და აღჭურვილობა", - განაცხადა  ნათია კორკოტაძემ.