უცხოეთი
დასავლეთში მსჯელობენ პუტინის გენიალურ სვლაზე, რომელიც ევროკავშირისა და აშშ–ის ეკონომიკის ჩამოშლით იმუქრება

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა დასავლეთი, გამოუცხადა რა „ქიში და შამათი“. ამის შესახებ ბელგიური რესურსი Agoravox წერს. სტატიის ავტორი აღფრთოვანებას გამოთქვამს რუსეთის ლიდერის გენიალური ინიციატივით, რომელიც აშშ–ისა და ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლით იმუქრება.

მოსკოვის გადაწყვეტილებას, დასავლეთის სანქციების პასუხად, დაუყოვნებლივ შეჩერდეს სესხების გადახდა, რომელთა მოცულობა 700 მლრდ დოლარს აღემატება, გამოცემა „ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო კანონს უწოდებს მათ შორის, რომელსაც კი რუსეთის ისტორია იცნობს“. სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივას ძალუძს გამოიწვიოს ყველაზე საზარელი „ეკონომიკური ციკლონი“, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს გაანადგურებს.