აქტუალური
დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს შეხვდა

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს ბენ პერსერს და ჯონ რეიდერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა. ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამინდელი ვითარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. ამ თვალსაზრისით აღინიშნა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა.

აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების მიმართ.