აქტუალური
„2008 წლის აგვისტოს ომისას საქართველოში რუსეთიდან გაზის 50% შემოდიოდა და ასევე, 370 მლნ $ ინვესტიციები პრეზიდენტ სააკაშვილის დროს“ – აფბა

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ ეხმაურება გაზპრომის თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში „გაზპრომის“ თემის ირგვლივ ხშირად ისმის პოლიტიკური სპეკულაციები. 

 „წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობაგაზპრომთან“, უფრო მეტიც 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულმა, როგორც ტრანზიტიდან, ისე დამატებითი მოცულობებიდან ბუნებრივი აირის მოცულობამ, მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა. ასევე, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომფულს სუნი არ აქვს“, იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების კრიტიკული მიდგომები აღნიშნული თემის ირგვლივ არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი“, - აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი.

 “როცა ენერგოუსაფრთხოებაზეა საუბარი უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ  საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემები შექმნას. საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, გამომდინარე აქედან რუსეთის ფედერაციისთვის თვითმიზანი არ გახლავთ ის, რომ რამენაირად ბუნებრივი აირის ბაზარზე შემოვიდეს.

 აღსანიშნავია, რომ 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსულ „ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს „გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.