საზოგადოება
„არსად არ მივდივარ, იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!“ - ლექსო თამაზაშვილი

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი "ოცნებას" ტოვებს, არ ადასტურებს და ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ პარტიულ სიაზე.

 „არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე ( სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ” ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის, მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!” – აცხადებს თამაზაშვილი.