საზოგადოება
„თუ „რესპუბლიკელები“ კოალიციიდან გავლენ სერიოზული პრობლემები ექნებათ, მათ ასეთი წარმატება პოლიტიკაში არ ჰქონიათ" - ნუკრი ქანთარია

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. მომავალ საპარლამენტო საარჩევნო სიებზე საუბრისას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია "რესპუბლიკელებზე" საუბრობს.

 „არავითარი სიმპტომი, რომ კოალიციას დატოვებენ არ არის. ერთადერთი რაც მათ ოფიციალურად გამოაცხადეს არის, რომ უმჯობესია წინასწარ იცოდნენ თუ რა ექნებათ მომავალ პარლამენტში და რა წილი ექნებათ კოალიციაში. მათ ასევე კარგად იციან, რომ თუ კოალიციიდან გავლენ, სერიოზული პრობლემები ექნებათ. მათ ასეთი წარმატება პოლიტიკაში არ ჰქონიათ, რომ ამდენი მინისტრი ყავდეთ, ამდენი პარლამენტის წევრი და .. როგორც ჭკვიანი ხალხი ამას აფასებენ", - განაცხადა ქანთარიამ.

 ნუკრი ქანთარიას თქმით, კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სახით წარდგება, თუმცა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.

 "ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება – ეს თემა დიდი ხანია განხილვის საგანია. არანაირი სიმპტომები კოალიციის დაშლის არ არის, თუმცა პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული და ისიც შეიძლება, რომ "ქართული ოცნება" სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე. თუ ადრე იყო მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ახლა სხვა მიზნები და საკუთარ თავზე სხვა შეფასებები აქვთ. კოალიციის საბჭო განიხილავს ამ ყველაფერს და ამის მიხედვით დადგება გადაწყვეტილება", – აცხადებს ქანთარია.