უცხოეთი
ქერი: ბირთვული იარაღი ვერ უზრუნველყოფს საუდის არაბეთის უსაფრთხოებას

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საუდის არაბეთი აცნობიერებს, რომ ბირთვული იარაღის შეძენა უაღრესად რთულად გადასაჭრელი ამოცანაა და ვერ აამაღლებს ქვეყნის უსაფრთხოების დონეს ირანთან ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ფონზე. ამის შესახებ ორშაბათს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.

 „არ შეიძლება უბრალოდ აიღო და იყიდო ბომბი, ასევე, გადასცე ის სხვას“, – აღნიშნა ქერიმ ტელეკომანია CNN-თან ინტერვიუში.

 „მხედველობაში მაქვს, რომ ამას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს. მჯერა, საუდის არაბეთმა იცის, რომ უფრო მეტად უსაფრთხო მადგომარეობაში ვერ აღმოჩნდება. ეს კი (ბირთვული იარაღის შეძენა) არ იქნება იოლი საქმე, იმიტომ, რომ ისინი (საუდის არაბეთის ხელისუფლება) ისეთივე სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც უკვე ჰქონდა დაწესებული ირანს“, – აღნიშნა მან.