აქტუალური
„მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა"- როვნაგ აბდულაევი

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა „კურიერს“ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. აბდულაევმა საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ტექნიკური დეტალები განიხილეს და შეხვედრა ორივე მხარისთვის დადებითი იყო.

 „სოკარსაქართველოს პროექტი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე გვაქვს აღებული. მიუხედავად სირთულეებისა, ნავთობისა და გაზის ფასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს მაინც ვასრულებთ. მოლაპარაკებები შეეხებოდა ასევე გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებსაც. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით ყველაფერის გადავჭრით“, - განაცხადა აბდულაევმა.

 როვნაგ აბდულაევი გიორგი კვირიკაშვილსა და კახი კალაძეს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.