აქტუალური
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავღანეთში

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვივნენ.

 „ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ მინისტრს, პირადი შემადგენლობის სახელით, სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე დაჯილდოვდა ასეულის I კლასის რიგითი რუსუდან ივანეიშვილი. მას ჯილდო ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ გადასცა.

 თინათინ ხიდაშელი ასეულის მეთაურის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო ბრიფინგსაც დაესწრო. შემდეგ კი დელეგაცია მართვის ცენტრსა და ბაზის გამშვებ პუნქტებს ეწვია.

ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ვიზიტის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში კოალიციური ძალების სამომავლო გეგმებსა და მასში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე იმსჯელეს.