აქტუალური
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საარჩევნო სპეცუბანი გაიხსნება (ვიდეო)

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ისინი იმ 700 სამხედრო მოსამსახურის შესახებ ითხოვენ დოკუმენტაციას, რომლებმაც 28 იანვრის არჩევნებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გახსნილ უბანზე უნდა მისცენ ხმა (ვიდეო იხ. აქ).

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს ამომრჩევლები ამ ბაზაზე, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებდნენ, რათა იქ გახსნილ უბანზე მისცენ ხმა.

ცესკომ გარდაბანში 700 სამხედრო მოსამსახურისთვის სპეციალური უბნის გახსნა ძალაში დატოვა. შესაბამისად, 28 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური უბანი გაიხსნება.