საზოგადოება
გიორგი მღვდელაძე: „ახალგაზრდების მიჭაჯვულობა ონლაინ თამაშებზე ძალიან ცუდის მანიშნებელია“

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“–ს თანადამფუძნებელმა გიორგი მღვდელაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ბიზნესკოდი“ ონლაინ–კაზინოების და სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა. გადაცემაში, სადაც საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, დაწესდეს მკაცრი რეგულაციები ონლაინ–კაზინოების საქმიანობაზე, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა გაიმართა.

 ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანი, კანონი, თავისუფლება კვლევა წარმოადგინა. „კვლევის შედეგად გამოიკითხა ასამდე არასრულწლოვანი. 67-მა კითხვაზეხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების მომხმარებელიდადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულიდან 49 იყო ონლაინ კაზინოების მომხმარებელი. მათ შორის იყნენ არასრულწლოვანი გოგონებიც. ამ ახალგაზრდების მიჭაჯვულობა ონლაინ თამაშებზე ძალიან ცუდის მანიშნებელია “, - განაცხადა გიორგი მღვდელაძემ.

 „მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ის ცვლილება, რომელიც 2009 წელს შევიდა კანონში, უნდა დაუბრუნდეს ძველ რედაქციას. ანუ დაეკისროთ კაზინოს მეპატრონეებს გადაამოწმონ ყველა პიროვნება, ვინც ამ დაწესებულებაში ხვდება“, - განაცხადა გიორგი მღვდელაძემ „ბიზნესკოდის“ პირდაპირ ეთერში.