უცხოეთი
სტამბულში ტერაქტის მომწყობი თურქეთში თავშესაფარს ითხოვდა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. თურქულმა მედიამ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იმ თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო და ვინაობა გამოაქვეყნა, რომელმაც თავი სტამბოლის ცენტრში აიფეთქა.

 თვითმკვლელი ტერორისტი საუდის არაბეთის მოქალაქე, ეთნიკურად სირიელი 28 წლის ნაბილ ფადლი აღმოჩნდა, რომელიც თურქეთში თავშესაფარს ითხოვდა. თურქული მედიის ინფორმაციით ფადლი ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი იყო და ის სათვალთვალო კამერების ხედვის არეალში ბოლოს სტამბოლში 5 იანვარს მოექცა.

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს სტამბულის ისტორიული ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის - ეგვიპტიდან ჩამოტანილი თეოდოსიუსის (თუტმოს III) ობელისკის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტს 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.