უცხოეთი
სტამბულში მომხდარ სისხლიან ტერაქტს გერმანიის 10 მოქალაქე ემსხვერპლა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. 12 იანვარს, დილით, სტამბულის ცენტრში, სულთან აჰმედის მოედანზე აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 15 ადამიანი. ისინი ძირითადად გერმანელი ტურისტები იყვნენ. სულთან აჰმედის მოედანი ქალაქის ისტორიული ცენტრია. მის გვერდით მდებარეობს წმინდა სოფიის ტაძარი და ცისფერი მეჩეთი. ეს ნაგებობები ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობებია. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოედნის გვერდით, ტრამვაის გაჩერებასთან იმ დროს ამოქმედდა, როცა იქ გერმანელი ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. ტურისტებს შორის ერთი ნორვეგიელი იყო, ერთი პერუელი, ერთიც სამხრეთ კორეელი.