აქტუალური
„აზერბაიჯანს უნარი არ შესწევს, შეუვსოს საქართველოს ყოველდღიური 2–2,5 მილიონი კუბის დეფიციტი“ – ლევან კალანდაძე

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ექპერტმა ლევან კალანდაძემ გადაცემა „2030“–ში განაცხადა.

 „წინა ხელისუფლების დროს, “გაზპრომთანგაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო რუსულ გაზს სხვადასხვა მოცულობით იღებდა და ახლა საკონტრაქტო ურთიერთობების სხვა ფორმატზე გადასვლა ხდება. საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, რათა გაზპრომთან ხელშეკრულება, ახალი საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით, ყოველწლიურად გადაიხედოს, რაც რუსეთთან ტარიფზე ყოველწლიურად ვაჭრობის საშუალებას მოგვცემს. ძალიან მარტივია - ჩვენ 11-დან 12 მილიონ კუბამდე დღიური მოხმარება გვაქვს. აქედან, 2-დან 2.5-კუბამდე დეფიციტი არსებობს. აზერბაიჯანი ამ დეფიციტს ვერ გვივსებს. ის დამატებით გაზსგაზპრომისგანთავად ყიდულობს იმიტომ, რომ თვითონ არა აქვს. ჯერჯერობით, ირანიდან გაზის შემოტანა შეუძლებელია და რჩებაგაზპრომისთემა. საუბარი, საქართველოსთვის მაქსიმალურად სარგებლიან პირობებში, დეფიციტის შევსებაზეა და არა აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე. მინისტრმა მიანიშნა, რომ გარკვეულ სეზონზე, რუსული გაზის ფასი აზერბაიჯანული გაზის ფასზე იაფიც შეიძლება იყოს.

 ,,გაზპრომი”, ისევე როგორც სოკარი, კომერციული ორგანიზაციაა და მოლაპარაკებების პროცესში, სახელმწიფოს ურთიერთობა გარკვეულ პროტოკოლს ითვალისწინებს. ქართული თუ აზერბაიჯანული ხელისუფლება წინასწარ ვერ დაჯდება და შეხვედრას ვერ დააანონსებს. ეს დროში გაწელილი პროცესია და საზოგადოებამ ინფორმაცია გარკვეული ეტაპის დამთავრების შემდეგ უნდა მიიღოს, რაც პერიოდულად კეთდება კიდეც", – აღნიშნა ექსპერტმა.