სამართალი
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა რუსეთს ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები გადასცა, კიდევ ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობენ?!“ – ნიკოლოზ მჟავანაძე:

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი.  „უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ყველა ოცნება აუსრულა.

 „რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, დღეს ,,ნაცმოძრაობა,’’ მისი სატელიტი პარტიები და ვაი ექსპერტები საუბრობდნენ ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის პრორუსული პოლიტიკის წარმოებაზე და ,,გაზპრომთან’’ გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე. თუკი ქვეყანას  გაზის მიწოდების რამდენიმე საშუალება ექნება, ამას ეკონიმიკის ქსპერტებიც, მეცნიერებიც და საზოგადოებაც მიესალმება. ნაცმოძრაობამ  რუსეთს ჩააბარა ყველაფერი და სასაცილოა  დღეს მათგან ნოტაციების მოსმენა“, -განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ბოლო პერიოდში გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე. 

„ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული. სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ ნაცმოძრაობის და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან 50 კმ დაშორებით იქნა მოყვანილი  რუსის ჯარი.  ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს. გთავაზობთ ამ ობიექტების მცირე ჩამონათვალს.

  1. ენგურჰესი-რუსული კომპანია"რაოესი"; 2. ჟინვალჰესი-რუსული კომპანია"რაოესი"; 3. რიონჰესი-რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი"; 4. გუმათი1- რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 5. გუმათი2-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 6. ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 7. შაორჰესი-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 8. ვარციხე1-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 9. ვარციხე2-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 10. ვარციხე3-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 11. ვარციხე4-რუსული კომპანია "ენერგო პრო"; 12. ხრამი1-რუსული კომპანია "რაოესი"; 13. ხრამი2-რუსული კომპანია "რაოესი"; 14. ხრამი3-რუსული კომპანია "რაოესი"; 15. ხრამი4-რუსული კმპანია "რაოესი"; 16. ხრამი5-რუსული კომპანია "რაოესი"; 17. ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია "გაზპრომი"; 18. გაზ.კომპანია "იტერა"-რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია; 19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი"-რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა; 20. გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია "ინტერ რაო"; 21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია "ინტერ რაო"; 22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია "ინტერ რაო"; 23."მადნეული"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი"; 24."კვარციტი"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი"; 25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა"; 26. კომპანია "ბილაინი"-რუსული კომპანიაა; 27."აზოტი"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი"; 28."გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი; 29."ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი"; 30.ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი"; 31.ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი"; 32. არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო-რუსული კომპანია "ბატუსი"; 33. თბილისის წყალი-რუსული კომპანია"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი".

და ამის შემდეგ ნაცები და მისი სატელიტები საუბრობენ ვიღაცის პრორუსულობაზე, სირცხვილია ბატონებო, რადგან ,,ნაცმოძრაობამ’’  და სააკაშვილმა  რუსეთს  ტერიტორიებიდან, სტრატეგიულ ობიექტამდე ყველაფერი გადასცა“, – აცხადებს მჟავანაძე.