საზოგადოება
მარგველაშვილის მოწაფე და სააკაშვილის თანამოაზრე – გაურკვეველი საკითხების ექსპერტი, რუსოფობი შარაშენიძე მინისტრ კალაძეს ჭკუას არიგებს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველო ენერგეტიკის სამინისტროში ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახ კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი ქვეყნის გაზმომარაგებისა და„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების თაობაზე ექსპერტებს შეხვდნენ.

 „როდესაც მითქმა-მოთქმა დაიწყო, კალაძემ თქვა, რომ გვაქვს გაზის დეფიციტი, „სოკარის" გაზი არ გვყოფნის და უნდა შემოვიტანოთგაზპრომისგაზი, სხვა გზა არ გვაქვს. ახლა დაახლოებით იმავე შინაარსის საუბარი მოვისმინეთ. დღეს ჩვენ შეხვედრაზე რაც მოვისმინეთ თუ ეს ყველაფერი მართალია, არაფერი საგანგაშო არ ხდება, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება“, - განაცხადა GIPA-ს საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელმა თორნიკე შარაშენიძემ.

 მისივე თქმით, „სოკართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომპანიას არ ჰყოფნის გაზი, რადგანაც აზერბაიჯანშიც და საქართველოში იზრდება გაზის მოხმარება. შარაშენიის თქმით, გაუგებრობას ქმნის „ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები“, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

 „ჩნდება კითხვა თუ საგანგაშო არაფერია, რატომ ხდება ამ ფაქტის მიჩქმალვა და რატომ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები“, - აღნიშნა შარაშენიძემ. მისი თქმით, „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტი იქნება მოკლევადიანი.