სამართალი
ქუთაისში ერაყელი სტუდენტები ბინადრობის უფლების ჩამორთმევას აპროტესტებენ

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ერაყელმა სტუდენტებმა  ქუთაისში აქცია გამართეს. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბინადრობის უფლების ჩამორთმევას აპროტესტებენ.

 10 სტუდენტს ბინადრობის უფლება იუსტიციის სამინისტრომ შეუჩერა, რის გამოც მათ ქვეყანა 30 დღეში უნდა დატოვონ. ერაყელ სტუდენტებს სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტმაც მისცა.

 იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტების შესახებ უარყოფითი დასკვნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დადო და მათ ბინადრობის უფლება სწორედ ამ მიზეზით შეუჩერდათ.