აქტუალური
"რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით," - მეჭიაური

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი.  ეს განცხადება ჟურნალისტებთან ქართული ოცნების წევრმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.

 პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის მოლაპარაკებების სრული სურათი ცნობილი არ არის, მაგრამ ის მიმდინარე პროცესებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს.

 "ეს არის კიდევ ერთი საბაბი ხმაურისთვის. გაზპრომთან ხელშეკრულება ნაციონალური მოძრაობის დროს არის დადებული. მთელი ენერგეტიკული ობიექტები ამ ხალხმა (ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა) რუსულ კომპანიებს მისცა და ახლა გამოდიან და ჩვენ გვაკრიტიკებენ. რუსეთმა გამოთქვა სურვილი რომ ანგარიშსწორება მოხდეს არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით თანხის გადახდით",  - აცხადებს თამაზ მეჭიაური.