უცხოეთი
ათასობით ადამიანი ლაიფციგის ქუჩებში მერკელის გადადგომას ითხოვს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საპროტესტო აქცია ანგელა მერკელის გადადგომის მოთხოვნით ქალაქ ლაიფციგში ანტიმუსლიმური მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა.

დემონსტრანტებმა ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა და ახალი წლის დღეებში კიოლნში, შტუტგარტსა და ჰამბურგში არაბი და ჩრდილო–აფრიკელი მიგრანტების მიერ ქალებზე მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს.

მასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანია პირველი იანვრიდან ლტილვილებს აღარ იღებს და ავსტრიაში აბრუნებს. მათ შორის ძირითადად ის პირები არიან, რომლებსაც ყალბი საბუთები აქვთ და თავშესაფრის მიღება სკანდინავიის ქვეყნებში სურთ.