საზოგადოება
„ირაკლი კობახიძესა და სხვებს ვურჩევდი, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ" – გია ვოლსკი

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პარტია ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ურჩევს, მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებს. „ირაკლისა და სხვებს ვურჩევდი, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ. კანდიდატი პროფესიის მიხედვით კი არ ფასდება, არამედ ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით. აქცენტის გაკეთება მსახიობებთან და სპორტსმენებთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნის, რაც პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია, პარლამენტში იყვნენ კანონშემოქმედებითი პიროვნებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე განსხვავებას პროფესიებს შორის. ადამიანები შერჩეული უნდა იყვნენ მათი რეიტინგით, შეხედულებებითა და ინტელექტუალური მონაცემებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.