საზოგადოება
„მე და ჩემი თანამოაზროვნეები არ დავუშვებთ იმას, რომ 2012 წლის მონაპოვარი გვექცეს აუხდენელ ოცნებად!” - ლადო სადღობელაშვილი

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი წერს.

 “SOS SOS SOS!!! როგორც გინდათ ისე გაიგეთ ჩემი ეს სიტყვები! გინდა მუქარათ მიიღეთ გინდათ გაფრთხილებად თუმცა ერთს გეტყვით არავის ვურჩევ თავზე ხელაღებული ახალგაზრდებიდაპირისპირებას!

 ორად ორი პიროვნება იყო დღევანდელ მთავრობაში რომლის პატივისცემიდან გამომდინარე არ ვიღებდი ხმას არაფერზე და არავიზე, არ ვსაუბრობდი თუ რაოდენ დიდ ზეწოლას განიცდიდა თავისუფალი თაობის ყველა ძირითადი წევრი, თუმცა დღეს სურათი რადიკალურადაა შეცვლილი არჩეული ხელისუფლებიდან და ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირებიდან არცერთი არაა მთავრობის ლიდერი არც ბიძინა ივანიშვილი არც ირაკლი ღარიბაშვილი ასე რომ დადგა დრო ჩვენც ახალგაზრდებმა ამოვიღოთ ხმა და ვისაუბროთ ღიად ყველაზე და ყველაფერზე. დღევანდელ პირობებში გინდა ნაციონალები ყოფილან ხელისუფლებაში და გინდა ის სტრუქტურული ერთეულები რომელბიც დღეს რეალურად მართავენ ქვეყანას, აქ საუბარი მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაზე არ არის, აქ საუბარია ყველა იმ მინისტრზე თუ მინისტრის მოადგილეებზე, პარლამენტარებსა თუ გუბერნატორ-გამგებლებზე, რომლებიც დღედაღამე თურმე ფარულად კონსულტაციებს ნაცმოძრაობასთან გადიან!

 წინ არჩევნებია და მე პირადად და ჩემი თანამოაზროვნეები არ დავუშვებთ იმას რომ 2012 წლის მონაპოვარი გვექცეს აუხდენელ ოცნებად!”, - წერს თავის Facebook-გვერდზე „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.