პოლიტიკა
„რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება“ - სტივენ ბლანკი

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი სტივენ ბლანკი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 "ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე", - ამბობს ინტერვიუში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი სტივენ ბლანკი.